Logo

საბა ბუაძე – კორუფციაში მხილებული ადამიანების მონაწილეობით შექმნილი კომპანიები ტენდერებში ვერ უნდა მონაწილეობდნენ

პოლიტიკა
13.10.2022 / 23:24
Frontnews image description

კორუფციაში მხილებული ადამიანების მონაწილეობით შექმნილი კომპანიები ტენდერებში ვერ უნდა მონაწილეობდნენ, – ამის შესახებ “ლელოს“ დეპუტატმა საბა ბუაძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით,  ადამიანის სიცოცხლე კორუფციონერების საქმიანობამ შეიწირა. 

 

“დიდი ხანია, მეც მათ შორის და არასამთავრობო ორგანიზაციებიც ამბობენ იმას, რომ კორუფციაში მხილებული ადამიანების მონაწილეობით შექმნილი კომპანიები ტენდერებში ვერ უნდა მონაწილეობდნენ. ეს საკანონმდებლო ცვლილება შეიძლებოდა, დღესვე რომ გაკეთებულიყო. ხალხს ერქვა “გრინსერვისი“,  დაირქვეს „გრინსერვისპლუსი“, მექრთამეები და კორუფციონიერი ადამიანები აგრძელებენ დღეს საქმიანობას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლე შეიწირა“, – განაცხადა საბა ბუაძემ. 

 

ვაკის პარკში, სადაც დღეს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა,  შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია “გრინსერვისპლუსმა“ შეასრულა.

თაგები:

საბა ბუაძე
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები