საბა ბუაძე – მთავრობამ თბილისში მდებარე კაზინოებს ორი წლის განმავლობაში გაუნახევრა გადასახადი


ავტორი
Front News საქართველო
პარტია “ლელო საქართველოსთვის” 13 ივლისის იმ დადგენილებას აპროტესტებს, რომელიც მიხედვითაც, მთავრობამ სათამაშო ბიზნესს სალიცენზიო გადასახადი გაუნახევრა.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საბა ბუაძემ განაცხადა, შეღავათი, რომლითაც კაზინოები ისარგებლებენ, 5 მილიონ ლარს შეადგენს. მისთვის გაუგებარია, რატომ უწესებს მთავრობა შეღავათს მზარდ ბიზნესს, მაშინ როცა პანდემიის პირობებში არაერთი ბიზნესი დახმარების მოლოდინშია.
“ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს მთავრობამ, თბილისში მდებარე კაზინოებს ორი წლის განმავლობაში გაუნახევრა გადასახადი და წინასაარჩევნოდ სათამაშო ბიზნესს გადასცა 5 მილიონი ლარი იმისათვის, რომ ამ სათამაშო ბიზნესმა და იქ, “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულმა ადამიანებმა გააგრძელონ მათი საარჩევნო კამპანიის დაფინანსება. ეს ხდება მაშინ, როცა ხელისუფლებამ ელემენტარული დახმარებაც კი ვერ გამოუყო ქართულ ბიზნესს, რომელიც მისი ხელით განადგურებისა და ჩამოშლის პირასაა”– განაცხადა საბა ბუაძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს