საბა ბუაძე - სრულად დავტოვე „ლელო“, ვრჩები პოლიტიკაში და ვაგრძელებ თანამოაზრეების ძებნას


ავტორი
Front News საქართველო
ვრჩები პოლიტიკაში და ვაგრძელებ თანამოაზრეების ძებნას, რათა ერთად შევქმნათ ისეთი ალტერნატივა, რომელიც ქართულ პოლიტიკაში გაბატონებულ ისტერიას საღი აზრით ჩაანაცვლებს, – ამის შესახებ „ლელოს“ ყოფილი წევრი საბა ბუაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც საბა ბუაძე წერს, „ლელოს“ პარტია სრულად დატოვა და აღარც რიგით წევრად რჩება.
„მეგობრებო, როგორც იცით, 5 ივლისს მივიღე გადაწყვეტილება „ლელოში“ პარტიული თანამდებობების დატოვების შესახებ და რიგით წევრად დავრჩი იქამდე, ვიდრე მამუკა და ბადრი საპატიმროს არ დატოვებდნენ. (ცხადია, რიგით წევრად დარჩენა სიმბოლური იყო). დღეს უკვე მამუკა და ბადრი თავისუფლები არიან, შესაბამისად, მინდა, გითხრათ, რომ სრულად დავტოვე „ლელო“. მინდა, მადლობა გადავუხადო მამუკას, ბადრის და სხვა ჩემს მეგობრებს, რომლებთან ერთადაც ექვსი წლის წინ დავაფუძნეთ ლელო. ხედვებს შორის სხვაობის მიუხედავად, „ლელოში“ ვტოვებ ბევრ მეგობარს, რომლებთან ერთადაც პოლიტიკური ბრძოლა ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. რა თქმა უნდა, ვრჩები პოლიტიკაში და ვაგრძელებ თანამოაზრეების ძებნას, რათა ერთად შევქმნათ ისეთი ალტერნატივა, რომელიც ქართულ პოლიტიკაში გაბატონებულ ისტერიას საღი აზრით ჩაანაცვლებს“, – წერს საბა ბუაძე.
თაგები:
საბა ბუაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს