საბა ბუაძე - ვერანაირი არაბიზაცია ვერ მოხდება ერთი და ორი უძრავი ქონების დეველოპმენტის პროექტით

ავტორი
Front News საქართველო
"საზოგადოებამ არ იცის რაზეა საუბარი. მე გულწრფელად ვწუხვარ, რომ ოპოზიციაში ამ შავრაზმული ნარატივის გამოყენება ხდება და ამ სენტიმენტებზე კაპიტალიზაციის მცდელობაა, რომ არაბები ჩამოვლენ და წაგვლეკავენ, - ამის შესახებ "ლელოს“ ყოფილმა წევრმა საბა ბუაძემ არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით "ფორმულას" ეთერში განაცხადა.
"მე ეს მგონია ტყუილი, სრული სისულელე და აბსოლუტურად არასწორ ადგილზე დასმული ნიშანი. ვერანაირი არაბიზაცია ვერ მოხდება ერთი და ორი უძრავი ქონების დეველოპმენტის პროექტით იმიტომ, რომ 5 და 10 ათასი არაბის თუნდაც, დროებით საქართველოში შემოსვლა ვერანაირ არაბიზაციას ვერ მოახდენს. გულწრფელები უნდა ვიყოთ. არ ვთვლი, რომ მათი კომპაქტურად დასახლების რისკი არსებობდეს. არც ისაა პანაცეა, რომ მაინც და მაინც 10 ათასი არაბი დასახლდება, დუბაიში რომ ნახოთ, უძრავი ქონების ბუმი არის და დუბაიში მცხოვრები 4 მილიონი ადამიანიდან მხოლოდ ერთი მილიონი არის არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქე“, - განაცხადა საბა ბუაძემ.
თაგები:
საბა ბუაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


