
ავტორი
Front News საქართველო
კითხვის დროის გაზომვა SABA Reader-ში მას შემდეგ გახდა შესაძლებლი, რაც მაისში აპლიკაციას ახალი ფუნქცია “კითხვის დრო” დაემატა. ის მომხმარებელს კითხვაში გატარებულ დროს უჩვენებს და ერთგვარი საშუალება, ერთის მხრივ ხედავდე, თუ რა დროს უთმობ კითხვას დღეს და მეორეს მხრივ, უყურებდე პირადი სტატისტიკის განვითარებას თვეების განმავლობაში.
ზედიზედ კითხვის მაჩვენებელი, კითხვის შეხსენება და წაკითხული დროის კონტროლი – ეს ის ფუნქციებია, რომელიც მომხმარებელს კითხვის ჩვევის ჩამოყალიბებაში და თვითგანვითარებაში ეხმარება.
5 თვის თავზე წაკითხული 10 000 000 წუთი კი ნიშნავს რომ მკითხველებმა ლიტერატურას თითქმის 19 წელი დაუთმეს და საშუალოდ 5 000 000 გვერდი და 20 000 წიგნი წაიკითხეს.
შეგახსენებთ, რომ „საბას“ ისტორია 2002 წელს, თიბისისა და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემია „საბას“ დაარსებით იწყება. კონკურსის კვალდაკვალ 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას – კლასიკურ და თანამედროვე ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს. 2019 წლიდან კი ციფრულ კრეატიულ სააგენტო ლივინგსტონთან ერთად SABA Reader მკითხველებს საშუალებას აძლევს ნებისმიერ და დროს ნებისმიერადგილას იკითხონ ან მოუსმინონ მათთვის სასურველ და საინტერესო ლიტერატურას.
გარდა ამისა, საბას მიზანია, რომ მომხმარებლებს კითხვის ახალი და უნიკალური გამოცდილება შესთავაზოს და ამ მიზნის ფარგლებში აპლიკაციას ეტაპობრივად ახალი ფუნქციები ემატება.
გადმოწერე აპლიკაცია SABA Reader – http://bit.ly/საბაApp
(R)
თაგები:
თიბისი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს