
ავტორი
Front News საქართველო
საბერძნეთის ქალაქ როდოსში საერთაშორისო ბანაკი დაიხურა, სადაც აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები 12-დან 14-წლამდე მოზარდები იმყოფებოდნენ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია დაესწრნენ, რომლებმაც ბანაკის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ბანაკი საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე 40-მდე მოზარდისთვის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს, სულიერების ცენტრისა და როდოსის მიტროპოლიის ერთობლივი ორგანიზებით განხორციელდა.
პროექტის მიზანს, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება წარმოადგენდა.
ბანაკში მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ბერძნულ კულტურასა და ტრადიციებს, შეეძინათ და განევითარებინათ საკომუნიკაციო და სხვა მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს