საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის საერთაშორისო ბანაკი მოეწყო


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტომ, მსოფლიო საპატრიარქოს მხარდაჭერით, საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის საერთაშორისო ბანაკი მოეწყო.
აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები 7 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ. მათთვის მოეწყო ექსკურსიები როდოსის ისტორიულ ადგილებში.
ბანაკის დახურვის ღონისძიებაზე აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს გაესაუბრა, მათ სერტიფიკატები გადასცა და წარმატებები უსურვა.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტო მსოფლიო საპატრიარქოს მხარდაჭერით, უკვე მე-4 წელია, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საბერძნეთში და ახლა უკვე თურქეთის რესპუბლიკაში საერთაშორისო ბანაკებს ახორციელებს, სადაც 12-დან 16 წლამდე ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ მრავალფეროვან შემეცნებით, გასართობ ღონისძიებებში და დაათვალიერონ ისტორიული ადგილები.
თაგები:
საერთაშორისო ბანაკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს