საბერძნეთში მოლდაველი ოლიგარქი ვლადიმირ პლახოტნიუკი დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
საბერძნეთში მოლდაველი ოლიგარქი, „დემოკრატიული პარტიის“ ყოფილი ლიდერი ვლადიმირ პლახოტნიუკი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის პოლიცია ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, ინტერპოლისგან ათენში მიიღეს ინფორმაცია მოლდოვის ორი მოქალაქის დაკავების შესახებ, მათგან ერთ-ერთი არის ვლადიმირ პლახოტნიუკი. მეორე დაკავებულის ვინაობას პოლიცია არ ასახელებს, თუმცა მედიის ცნობით, პლახოტნიუკთან ერთად დაკავებულია მასთან დაახლოებული პირი, ყოფილი დეპუტატი კონსტანტინ ცუცუ.
ვლადიმირ პლახოტნიუკზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლმა 2025 წლის თებერვალში გამოაცხადა.
ვლადიმირ პლახოტნიუკი მოლდოვიდან 2019 წლის ივნისში გაიქცა. ცხოვრობდა აშშ-ში, თუმცა 2020 წლის იანვარში მისი იქ ყოფნა არასასურველად ჩათვალეს, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ამის შემდეგ ის ჩრდილოეთ კვიპროსში ცხოვრობდა.
მოლდოვაში პლოხოტნიუკზე სისხლის სამართლის სამი საქმის ფარგლებში დაკავების ორდერია გაცემული. 2023 წლის ივლისში პროკურატურამ სასამართლოს გადასცა საქმე, რომლის მიხედვითაც, პლახოტნიუკს ბრალად ედება 2014 წელს მოლდავური ბანკებიდან მილიარდის მოპარვაში თანამონაწილეობა.
კონსტანტინ ცუცუს კი მოლდოვაში უკანონო გამდიდრებაში და შემოსავლების შესახებ დეკლარაციაში ცრუ ინფორმაციის მითითებაში სდებენ ბრალს.
თაგები:
ვლადიმირ პლახოტნიუკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს