
ავტორი
Front News საქართველო
საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, ბორჯომის საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელის ნაირა ამანათაშვილის ინიციატივით, მწერალ ნათია ჯაგოდნიშვილთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ნათია ჯაგოდნიშვილის წიგნი “შეცდომა” განიხილეს, რომელშიც ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების უფროსკლასელები მონაწილეობდნენ.
რომანი გვიყვება სტუდენტი გოგონას შესახებ, რომლის ცხოვრებაც ერთი კონკრეტული ნაბიჯის შედეგად რადიკალურად იცვლება, თავის რჩეულს იგი არ უყვარს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი ერთად იწყებენ ცხოვრებას. წყვილი დაძაბულია, მით უფრო, როცა მათ შორის სიყვარული ცალმხრივია.
შეხვედრის დასასრულს მწერალმა თავისი შემოქმედებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს