“საბოლოო ჯამში შეიძლება მივიდეთ შეთანხმებამდე ყველაფრის გათვალისწინებით”

ავტორი
Front News საქართველო
მოლოდინი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში შეიძლება მივიდეთ შეთანხმებამდე ყველაფრის გათვალისწინებით – აღნიშნული განცხადება პარტია "გირჩი – მეტი თავისუფლებას" თავმჯდომარემ ზურაბ ჯაფარიძემ მედიასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან კრისიტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
"ყველას აქვს გაცნობიერებული, ყოველ შემთხვევაში ამ ჯგუფში, ოპოზიციის მხრიდან, რომ ამ წუთში კომპრომისები მნიშვნელოვანია ორივე მხრიდან. ყველამ ვიცით ისიც, რომ გვაქვს ძალიან ცოტა დრო, სანამ არიან ეს ადამიანები ჩამოსული მანამდე შევძლოთ და მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც განმუხტავს ამ ღრმა კრიზის, რომელიც ქვეყანაშია. სხვა დეტალებს ამჯერად ცხადია ვერ მოგიყვებით, იმიტომ რომ ეს არ იყო ბოლო შეხვედრა, შეხვედრები კიდევ გაგრძელდება დღეს. იმედს ვიტოვებ, რომ საბოლოო ჯამში შევძლებთ შეთანხმებით დასრულდეს ეს ყველაფერი. ტექნიკურ დეტალებზე კომენტარს ახლა ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ არანაირი სურვილი არ მაქვს, ოდნავაც კი რამენაირად ხელი შევუშალო ამ მოლაპარაკებების პროცესს, ამიტომ მხოლოდ ამ კომენტარით შემოვიფარგლები.
მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ბევრად უფრო ინფორმაციული, ვიდრე აქამდე ყოფილა, ბევრად უფრო წავედით დეტალებში საკითხების განხილვის დროს და სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ საკითხს" -განაცხადა ჯაფარიძემ.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


