“საბრალო ჩემო ქვეყანა, ვის ხელში ხარ ჩავარდნილი – ამათი ბოგინი დასასრულს უახლოვდება!”


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კობახიძის "თავისუფლების საპარლამენტო ორდენით“ დაჯილდოებას და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"ეს ორდენი ჩემი ინიციატივით იქნა დაწესებული. ჩემს წარმოდგენაში ეს ორდენები უნდა მინიჭებოდათ ქართველ გმირებს, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საქართველოს თავისუფლების განმტკიცებაში
და ასევე უცხოელ მოღვაწეებს, ისეთი როგორც მაგალითად, ჯონ მაკკეინი იყო ან კონდოლიზა რაისი.
საბრალო ჩემო ქვეყანა, ვის ხელში ხარ ჩავარდნილი – ამათი ბოგინი დასასრულს უახლოვდება!
დღეს კიდევ ღარიბაშვილმა თქვა, რომ თურმე ვარდების რევოლუციის შემდეგ ქართული ეკონომიკა საბოლოოდ გაპარტახდა.
ესეიგი, მაშინ 4-ჯერ რომ გაიზარდა, ეს იყო გაპარტახება და ახლა ამათ დროს არამხოლოდ არ გაზრდილა, 6%-ით შემცირდა და ეს არის აყვავება?
სასწრაფოდ, ამასაც მიეცით გაბახებული თავისუფლების "ორდენი"…! ოღონდ, აბა თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ ვის უფრო მეტი ბანტი ეკუთვნის – ღარიბაშვილს თუ კობახიძეს", – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს