
ავტორი
Front News საქართველო
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეთა კონფერენცია, რომელიც ხვალ, 26 მაისს შეიკრიბება, ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტს, აგრძელებს თუ არა მუშაობას, მათ შორის იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას.
"მოსამართლეები და იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოქმედებს კანონმდებლობის საფუძველზე და ვასრულებთ კანონის მოთხოვნას. კანონი ჩვენ გვავალდებულებს ავირჩიოთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრები, ვიზრუნოთ საკადრო პრობლემის დაძლევაზე. ანუ, მოსამართლეთა სიმცირეა საყოველთაოდ ცნობილი პრობლემა, რაც იწვევს საქმეთა გაჭიანურებას.
ხვალ, როდესაც კონფერენცია შეიკრიბება, პირველი საკითხი, რაც არის განსახილველი, ეს არის დღის წესრიგის დამტკიცება. ანუ, კონფერენცია აგრძელებს თუ არა მუშაობას, მათ შორის წევრების არჩევას"-განაცხადა გვრიტიშვილმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს