
ავტორი
Front News საქართველო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, პირველ მოადგილესთან ბესიკ ფარცვანიასთან ერთად საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში საექიმო ამბულატორიის მშენებლობის სამუშაოებს გაეცნო.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ერთსართულიანი შენობის აშენება, ეზოს კეთილმოწყობა და შენობის თანამედროვე სტანდარტებზე აღჭურვა. პროექტი საჩინოს და მიმდებარე სოფლებში პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაზრდის. პირველადი ჯანდაცვის რგოლის ეფექტური მუშაობა გარდამტეხ როლს ასრულებს დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე.
საჩინოს და ქალაქ ჯვარში ამბულატორიის მშენებლობის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ წალენჯიხაში ვიზიტის დროს განაცხადა.
ამბულატორიების მშენებლობის პროგრამას, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ "საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი" ახორციელებს.
თაგები:
წალენჯიხა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს