“სად არის ვაქცინა” – მთავრობის ადმინისტრაციასთან მდუმარე აქცია გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო
"სად არის ვაქცინა"- ამ ლოზუნგით, მთავრობის ადმინისტრაციასთან მდუმარე აქცია გაიმართა. გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ცენტრის ხელმძღვანელის გიორგი ჩალაძის თქმით, ვაქცინაცია 108 ქვეყანაშია დაწყებული, საქართველო კი დღემდე ვაქცინის გარეშეა დარჩენილი.
"ჩვენი მოთხოვნაა: საქართველოში შემოიტანონ მაღალი დონის ვაქცინა, რაც შეიძლება მალე და მორჩნენ ჩვენი ფულის მოპარვას. საკმარისია, რაც გაგვაღატაკეს და მოგვპარეს ფული. 108 ქვეყანაში არის ვაქცინა, საქართველოში – 0. 8 მილიარდი ვალი ავიღეთ, სად წავიდა ეს ფული? რატომ არ არის საქართველოში ვაქცინა? ჩვენ კი არ უნდა ვიჯდეთ და ვფიქრობდეთ, სად წავიდა ვაქცინა, ამაზე პასუხი გვინდა და გაგვცენ. რაც შეიძლება მალე შემოიტანონ არა ჩინური კორუფციული ვაქცინა, არამედ მაღალი ხარისხის აღიარებული საერთაშორისო, სანდო ვაქცინა. ჩვენი ხალხი არ არის არავისზე ნაკლები. თითოეული სიცოცხლე, რომელიც უვაქცინობის გამო ეწირება, ამ მთავრობის კისერზეა"-განაცხადა გიორგი ჩალაძემ.
აქციას მოქალაქეებიც შუერთდნენ.
საქართველოში ვაქცინის შემოტანის ზუსტი თარიღი ამ დრომდე უცნობია.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს