Logo

სადაზვერვო სიტუაციური საველე სწავლება “შევარდენი-2023“ დასრულდა

სამხედრო
749
Frontnews image description

პირველი ქვეითი ბრიგადის საწვრთნელი ცენტრი „ხცისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სადაზვერვო სიტუაციური საველე სწავლება „შევარდენი 2023“ ჩატარდა.

 

სწავლებაში თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის დაქვემდებარებული ბრიგადების სადაზვერვო ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ.

 

საჩვენებელ სწავლებაზე სადაზვერვო ჯგუფებმა მარშრუტის რეკოგნოსცირების, ჩასაფრებისა და კონტაქტზე რეაგირების ოპერაციები განახორციელეს. ადგილმდებარეობის წინასწარი შესწავლის მიზნით, ქვედანაყოფებმა სწავლებაში სადაზვერვო დრონები გამოიყენეს.

 

სწავლებაზე ქვედანაყოფებმა გაიარეს ტრენინგი სადაზვერვო დრონის, სადაზვერვო თერმული ხელსაწყოებისა და თერმული სამიზნეების გამოყენებაში. სწავლების მიზანს აღმოსავლეთ სარდლობის დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მიერ სადაზვერვო ოპერაციების წარმოების სრულყოფა წარმოადგენდა.

თაგები:

სწავლება
Advertisement