სადიგოვი – დიქტატურის ზღვარზე მყოფი საქართველოს მთავრობისგან ქალბატონი ჟურნალისტისა და სხვა დაკავებულების გათავისუფლებას მოვითხოვ


ავტორი
Front News საქართველო
მხარდაჭერას ვუცხადებ და დიქტატურის ზღვარზე მყოფი საქართველოს მთავრობისგან ქალბატონი ჟურნალისტისა და აქციაზე დაკავებული სხვა მონაწილეების გათავისუფლებას მოვითხოვ, – ამის შესახებ დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი წერს.
მისივე თქმით, მზია ამაღლობელს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
“დაკვეთით დაკავებისადმი პროტესტის გამო მის მიერ წამოწყებულ შიმშილობას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ და დიქტატურის ზღვარზე მყოფი საქართველოს მთავრობისგან ქალბატონი ჟურნალისტისა და აქციაზე დაკავებული სხვა მონაწილეების გათავისუფლებას მოვითხოვ!…
საკუთარ თავს დავპირდი, რომ მტარვალი და მტაცებელი, დიქტატორი ხელისუფლების წინაშე არ მოვიდრიკებოდი, არ დავმარცხდებოდი და საკუთარი შეუდრეკელობის წარმოჩენით მათ დავთრგუნავდი. კუჭი ცარიელი მქონდა, მაგრამ სული – ნაყროვანი”, – წერს აფგან სადიგოვი, რომლის წერილსაც „მედიაჩეკერი“ ავრცელებს.
თაგები:
აფგან სადიგოვი