საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ვაშინგტონში გამართულ საერთაშორისო სამიტში მიიღეს მონაწილეობა

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დელეგაციამ, დეპარტამენტის დირექტორის თენგიზ სისაურის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამიტში - "Cellebrite C2C”, რომელიც წარმოადგენს წამყვან პლატფორმას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი და საგამოძიებო უწყებების ექსპერტებისთვის. საერთაშორისო ფორუმი ვაშინგტონში გაიმართა.
"სამიტის მიმდინარეობისას, მონაწილეებმა ციფრული ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ წარმოქმნილი ახალი გამოწვევები და დანაშაულის გამოვლენისა და მტკიცებულებათა დამუშავების თანამედროვე მეთოდოლოგიები განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამმართველოს ორმა წარმომადგენელმა წარმატებით გაიარა „Cellebrite“-ის საერთაშორისო ტრენერობის პროგრამის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი, რითაც თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან ერთად, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა უწყების ინსტიტუციური გაძლიერებისკენ", - აცხადებენ შსს-ში.





