“საერთაშორისო გამჭვირვალობა” – ირაკლი ბერაიას დედამ, რომელიც ხობის საკრებულოს წევრია, 82 გამარტივებული შესყიდვა მიიღო

ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” დეპუტატის ირაკლი (დაჩი) ბერაიას დედის დოდო გაბუნიას კომპანიამ 2012 წლიდან დღემდე 82 გამარტივებული შესყიდვა მიიღო, ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 54 266 ლარი შეადგინა. ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა” ავრცელებს.
“დოდო გაბუნია ხობის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა. იგი ამ პოზიციას 2014 წლიდან იკავებს.
დოდო გაბუნია ფლობს შპს “ფარმაციას” (bit.ly/3zfQDRx) წილს. კომპანიამ 2012 წლიდან დღემდე 82 გამარტივებული შესყიდვა მიიღო ფარმაცევტულ პროდუქტებზე, სამედიცინო მოწყობილობებსა და ჯანდაცვის სფეროს მომსახურებაზე, ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 54 266 ლარი შეადგინა.
82 გამარტივებული შესყიდვიდან 38 ხობის იურიდიულ პირებზე მოდის და მათი ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 43 017 ლარს შეადგენს.
დოდო გაბუნია “ქართული ოცნებიდან” საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას დედაა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი ბერაია




