“საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს მეგობრები მზად არიან ფასილიტაციისა და მედიაციისთვის”


ავტორი
Front News საქართველო
საერთაშორისო პარტნიორები, საქართველოს მეგობრები მზად არიან ფასილიტაციისა და მედიაციისთვის, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა განაცხადა.
"ევროპის უნივერსიტეტში" სტუმრობისას ელჩმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მედიაციისთვის ევროკავშირის საგარეო მინისტრების შესაძლო ვიზიტზე.
„არ ვიცი, ზუსტად რა წინადადებაზეა საუბარი და ამიტომ სპეციფიკურად ამაზე ვერაფერს ვიტყვი. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკური ძალა საქართველოში გაერთიანდეს და იპოვოს კომპრომისი.
საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს მეგობრები მზად არიან ფასილიტაციისა და მედიაციისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილ წინადადებებს შორის ყველამ იპოვოს კომპრომისი, რომელიც მათთვის და ყველასთვის მისაღები და კომფორტული იქნება. დარწმუნებული ვარ, ეს შესაძლებელია“, – აცხადებს დიეგო კოლასი.
ამასთან, მან კომენტარი გააკეთა ეუთო/ოდირის მიერ საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც 5 მარტს გამოქვეყნდა.
„ჩვენ ზოგადად მხარს ვუჭერთ ორგანიზაციების ანგარიშს. ანგარიშში არის საუბარი შეფასებაზეც და გამოვლენილ ხარვეზებზეც. არსებობს შესაძლებლობა და არის ბევრი იდეა, რათა კომპრომისი მოიძებნოს“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს