
ავტორი
Front News საქართველო
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ – Fitch Ratings თიბისი ბანკის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა და მას „სტაბილურის" სტატუსი მიანიჭა, ხოლო ბანკის გრძელვადიანი რეიტინგი (IDR) კი, კვლავ "BB" – ზე დაადასტურა.
სტაბილური პროგნოზი თიბისი ბანკის საკრედიტო პორტფელზე კოვიდ პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის შემცირებულ ზეგავლენას ასახავს.
სარეიტინგო სააგენტო მიიჩნევს, რომ თიბისი ბანკი არსებულ გამოწვევას კაპიტალის ჯანსაღი ბუფერით და კარგი ფინანსური მაჩვენებლებით შეხვდა. შესაბამისად, Fitch Ratings-ის მოლოდინით, თიბისი ბანკის მომგებიანობა საკმარისი იქნება პანდემიის შედეგად მიღებული შესაძლო საკრედიტო დანაკარგების ასათვისებლად, ისე რომ ბანკის ფინანსურ პროფილს საფრთხე არ შეექმნას.
(R)
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს