საერთო საჯარისო ცენტრში კაპიტნის საკარიერო კურსების გამოშვების ცერემონიალი გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო
კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში კაპიტნის საკარიერო კურსების გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. კურსდამთავრებულებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ სიტყვით მიმართეს, სწავლის დასრულება მიულოცეს და წარმატებული კარიერა უსურვეს. ღონისძიების დასასრულს მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა.
კაპიტნის საკარიერო კურსებზე მსმენელებმა ქვედანაყოფის მართვის პროცედურები და სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესი შეისწავლეს, ასევე მონაწილეობა მიიღეს ოფიცერთა და სერჟანტთა საკარიერო კურსების ერთობლივ სწავლებაში.
მსმენელებმა ასეულის მეთაურის რანგში პარალელური დაგეგმვის პროცესი განახორციელეს, ასევე ჩაატარეს სამეთაურო-საშტაბო სწავლება სიმულაციური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით. კურსდამთავრებულებმა მანევრის, დაზვერვის, არტილერიის, ავიაციის, სამხედრო-საინჟინრო, საჰაერო თავდაცვის, ლოჯისტიკის, პერსონალის, სამხედრო-სამედიცინო და კავშირგაბმულობის საკარიერო კურსები გაიარეს, რომელიც კურსი 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
კაპიტნის საკარიერო კურსების მიზანს შესაბამისი გვარეობის ასეულის მეთაურების, ბატალიონისა და ბრიგადის შტაბის ოფიცრების მომზადება წარმოადგენს.
თაგები:
თავდაცვის სამინისტრო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს