“საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისია დასკვნას ამზადებს


ავტორი
Front News საქართველო
“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიაში მიმდინარეობს დასკვნის მომზადება. ვენეციის კომისია დასკვნაში ასევე გაითვალისწინებს იმ ახალ ცვლილებებსაც, რომელიც ბიუროზე დღეს გამოდის და რომლის განხილვასაც კომიტეტი დაიწყებს. ვენეციის კომისიის სხდომა კვირის ბოლოს გაიმართება და შესაბამისად, დასკვნასთან ერთად გვექნება ამ ცვლილებების საკომიტეტო განხილვის შესაძლებლობა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, გარდა ამისა, ვენეციის კომისიაში გაგზავნილია „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება, ასევე, ანტიკორუფციულ ბიუროსთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან დაკავშირებით დებულებები.
“ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით დასკვნის მოსამზადებლად მეტი დრო დასჭირდება. ამიტომ მოსალოდნელია, რომ დასკვნა იქნება დეკემბრის დასაწყისში, რადგან როგორც წესი, სხდომა ამ დროს იმართება ხოლმე. ამ პერიოდამდე ვენეციის კომისია კომუნიკაციაში იქნება საპარლამენტო ფრაქციებთან“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
რაც შეეხება ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიისგან მიიღეს პასუხი, რომ ისინი დასკვნას ვერ მოამზადებენ, რადგან ეს არ არის სამართლებრივი დოკუმენტი ან კანონი.
თაგები:
ვენეციის კომისია

ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს

ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ერთობლივ დასკვნას აქვეყნებენ

“მზად ვართ, “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონი საბოლოო რევიზიისთვის ვენეციის კომისიას გადავუგზავნოთ”