“საერთოდ არ ვიცი დუგინი თუ არის კრემლის მთავარი იდეოლოგი, მაგრამ ვასაძეს ბევრი კონტაქტები აქვს რუსეთში”


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით კაჭარავა აცხადებს, რომ ლევან ვასაძე რუსეთში მოღვაწეობდა და შესაბამისად, მას რუსეთში ბევრი კონტაქტი აქვს.
"არ მინახავს შეხვედრა, არც გამიგია. საერთოდ არ ვიცი დუგინი თუ არის კრემლის მთავარი იდეოლოგი, მაგრამ ვასაძეს ბევრი კონტაქტები აქვს რუსეთში. ის მოღვაწეობდა რუსეთში. მას უნდა კითხოთ ალბათ რა სახის შეხვედრა იყო და რაზე შეხვდნენ.
ლევანი არის გამოცდილი ადამიანი. ცხოვრებაში ბევრი რამ გაუვლია. წარმატებული ბიზნესმენია, მას პირადადაც ვიცნობ. ჩვენ არ გვისაუბრია მის პოლიტიკურ შეხედულებებზე, ასე რომ, როგორც ადამიანს ვაფასებ და პატივს ვცემ, დანარჩენი მისი პოლიტიკური შეხედულებები არ ვიცი"-აცხადებს კაჭარავა.
დამოუკიდებლობის დღეს, ახალი პოლიტიკური მოძრაობა "ერის" დამფუძნებელი ლევან ვასაძე რუსეთის დედაქალაქში ალექსანდრე დუგინს შეხვდა.
თაგები:


ირაკლი კობახიძე – თუ ვინმეს უნდა ბიძინა ივანიშვილისგან, რომ რამე გააკეთებინოს ისეთი, რასაც არ აკეთებს, ამისთვის ფორმალური სანქცია არ არის ეფექტური მექანიზმი

დავით დოიაშვილი – მე წავალ თუ მოვალ, მთავარი არ არის, მთავარია, რომ გამოუშვით პოლიტპატიმრები სასწრაფოდ

ლევან ნიკოლეიშვილი მაია ნადირაძეზე – სექტანტ-მავნებლების მთავარი უბედურებაა, რომ რა ცოდვა აქვთ ჩადენილი მართლა ვერ თუ არ ხვდებიან, სინანულზე და მონანიებაზე საუბარი ხომ საერთოდ ზედმეტია