“საერთოდ, ეუთო/ოდირის დაღუპულია საქართველო, აქ ჩამოდიან ფულის საკეთებლად”


ავტორი
Front News საქართველო
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ეუთო/ოდირს კორუფციაში ადანაშაულებს.
საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშის შესახებ საუბრისას ნათელაშვილი აცხადებს, რომ დანაშაულებრივი დოკუმენტია.
"გამოსაძიებელია მაგის დამწერთა საქმიანობა, აქ რომ ჩამოვიდნენ, რომელ რესტორანში ქეიფობდნენ და რამდენი ანგარიში წავიდა მათ სახელზე ოფშორებში.
საერთოდ, ეუთო/ოდირის დაღუპულია საქართველო. მათი კომისიები 30 წელია, დაკავებული არიან კორუფციით, აქ ჩამოდიან ფულის საკეთებლად. ამას აკეთებდნენ შევარდნაძესთან, ამას აკეთებდნენ სააკაშვილთან და ამას აკეთებ სუპერ მასშტაბში უკვე ივანიშვილთან. მათ საერთოდ ფეხებზე კიდიათ საქართველოში დემოკრატიის განვითარება და წერენ ისეთივე დასკვნებს, რასაც ადგენენ აზებაიჯანში, სომხეთში, ყაზახეთში, სამარცხვინოა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს