“საგამოძიებო კომისია არის უბრალოდ ალიბი, რომ ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია როგორღაც მიიღონ და ოპოზიცია შევიდეს შიგნით”


ავტორი
Front News საქართველო
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის დაანონსებას ეხმაურება.
კაპანაძის თქმით, სირცხვილია, როდესაც ხელისუფლება საუბრობს საგამოძიებო კომისიაზე, რადგან კარგად ახსოვს საზოგადოებას როგორ ექცეოდა "ქართული ოცნება" პარლამენტის ისტორიაში ერთხელ შეკრებილ კომისიას.
"სირცხვილია, როდესაც „ქართული ოცნება“ საუბრობს საგამოძიებო კომისიაზე, ის „ქართული ოცნება“, რომელიც ამ პარლამენტის ისტორიაში ერთხელ შეკრებილ საგამოძიებო კომისიას როგორ ექცეოდა ძალიან კარგად ვიცით და ახლა მათთვის საგამოძიებო კომისია არის უბრალოდ ალიბი, რომ ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია როგორღაც მიიღონ და ოპოზიცია შევიდეს შიგნით.
ამიტომ, მათ საგამოძიებო კომისია კი არ აინტერესებთ, არამედ აინტერესებთ ის, რომ როგორღაც შეიტყუონ ოპოზიცია შიგნით და ეს ამბავი არ გამოვა, რა თქმა უნდა, ჩვენ პარლამენტში შეგვიძლია შესვლა, თუმცა მანამდე უნდა მოხდეს შეთანხმება არჩევნებთან დაკავშირებით, უნდა მოხდეს შეთანხმება პოლიტიკურ პატიმრებთან და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ სხვა თემებზე“, – განაცხადა კაპანაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობა 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.
თაგები:


ირაკლი კობახიძე – შემოვლენ, არ შემოვლენ ეს არის მათ გადასაწყვეტი, პარლამენტის ლეგიტიმაცია არის სახეზე

მამუკა მდინარაძე – არ ვაპირებთ, რომ გავჩერდეთ, ბოლომდე ჩავყვები და ვამხელთ თითოეულ მათ მავნებლობას და ტყუილს

თამარ კორძაია – ამ ვითარებაში და ამ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის პერსპექტივას ვერ ვხედავ