საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე ორი პირი დააკავა


ავტორი
Front News საქართველო
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, დაკავებულია ორი პირი.
"გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, სისტემატურად ახორციელებდნენ ვალუტის გაცვლით ოპერაციებს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ქართული და უცხოური ვალუტა. კერძოდ, ჯამში ამოღებულია: 4 034 ლარი, 2 617 აშშ დოლარი, 270 ევრო, 257 834 რუსული რუბლი და 87 301 სომხური დრამი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
თაგები:
საგამოძიებო სამსახური

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს