Logo

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური – გურიაში 3 პირის, მათ შორის 2 არასრულწლოვანის მიმართ ძებნის ღონისძიება მიმდინარეობს

საზოგადოება
1370
Frontnews image description

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

 

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი მართვის ცენტრ 112-დან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 100-ზე მეტი შეტყობინებაა შემოსული გურიის და აჭარის რეგიონებიდან.

 
ძლიერი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საველე საბარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.

 
სტიქიის ადგილებზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და კომპეტენციის ფარგლებში ატარებენ საჭირო ღონისძიებებს.
 

ამ ეტაპზე გურიაში, სხვადასხვა სოფელში, 3 პირის, მათ შორის 2 არასრულწლოვანის მიმართ მიმდინარეობს ძებნის ღონისძიება.
 

დამატებითი ინფორმაცია ზუსტდება და ეტაპობრივად ეცნობება საზოგადოებას.

 
სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და ყველა შეტყობინებაზე ეტაპობრივად ხორციელდება რეაგირება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

თაგები:

გურია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები