საგანმანათლებლო პროექტ “დიდგორელის” გამარჯვებულები დააჯილდოვეს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები საგანმანათლებლო პროექტის – „დიდგორელი“ დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ.
გრიგოლ გიორგაძემ პროექტის მონაწილე წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სიტყვით მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა საგანმანათლებლო პროექტებისა და ახალგაზრდა თაობაში შემეცნებითი უნარების განვითარების მნიშვნელობაზე. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პროექტის გამარჯვებულს სამახსოვრო საჩუქარიც გადასცა.
საგანმანათლებლო პროექტი „დიდგორელი“ 2019 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს მოსწავლე ახალგაზრდობის საქართველოს ისტორიით დაინტერესებას, ასევე მიმართულია ახალგაზრდა თაობის მოტივაციისა და ცნობიერების ამაღლებისკენ. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.
თაგები:
დიდგორი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა