
ავტორი
Front News საქართველო
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO), იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი თანამშრომლებით, საგანმანათლებლო პროექტი (SIYB) “დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი” დღეს დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, მიმდინარე 5-დღიან საგანმანათლებლო ტრენინგში მონაწილეობას თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 18-დან 40 წლამდე მოქალაქეები იღებენ, რომელსაც სერტიფიცირებული ტრენერი მაკა ცერცვაძე უძღვებოდა.
მიმდინარე პროცესს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილე მირზა ქოჩიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილი შეუერთდნენ. მოწვეულ ტრენერთან ერთად მონაწილეების მიერ წარმოდგენილი ბიზნეს იდეების პრეზენტაციები მოისმინეს და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.
ტრენინგი მიზნად ისახავდა ბიზნეს იდეეების გენერირებას, მათგან საუკეთესოს არჩევას, ასევე მარკეტინგული გეგმის შემუშავებასა და ბიზნეს გეგმის დაწერას. ამასთანავე, ტრენინგის მონაწილეები ეცნობიან საქართველოში საგრანტო პროგრამებს და დაფინანსების წყაროებს.
ტრენინგის შემდეგ, თითეულ მონაწილეს უკეთ შეეძლება განსაზღვროს თავისი ბიზნესის წარმატებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, აქტიურად გამოიყენოს ბიზნეს გეგმის თითეული კომპონენტი და ამასთან შეძლონ საგრანტო თუ სხვადასხვა მიმდინარე პროგრამების ფარგლებში არსებული შეთავაზებების გამოყენება.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია გამოთქვამს მზაობას და ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე ახალგაზრდული იდეების განხორციელებას.
თაგები:
თერჯოლა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს