Logo

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონა “ქმარმა” მოკლა

სამართალი
916
Frontnews image description

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 14 წლის გოგონა “ქმარმა” ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

 

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა არასრულწლოვანი 2 თვეა, რაც ცოლად მოიყვანა, რასაც გოგონა ამ დროის განმავლობაში აპროტესტებდა და მკვლელობის დღესაც დაპირისპირება სავარაუდოდ, ამას მოჰყვა.

 

გოგონა მიყენებული ჭრილობებით ადგილზე დაიღუპა, მამაკაცი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  ის ამ დრომდე დაკავებული არ არის.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა, 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Advertisement