
ავტორი
Front News საქართველო
საგარეჯოში სროლის შედეგად დაჭრილებიდან სამი ადამიანი ამ დრომდე “ჯეოჰოსპიტალში” აგრძელებს მკურნალობას.
კლინიკაში აცხადებენ, რომ ორის მდგომარეობა სტაბილურია, ერთი კი კვლავ კრიტიკულ მდგომარეობაშია.
“3 ავადმყოფი განაგრძობს მკურნალობას, ორის მდგომარეობა სტაბილურია, ქირურგიულ პალატაში განაგრძობენ მკურნალობას. ერთი პაციენტი, რომელიც არასტაბილური ჰემოდინამიკით მართვით სუნთქვაზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობდა მკურნალობდა, ამ ეტაპისთვის შედარებით დასტაბილურებულია, თუმცა რჩება ისევ კრიტიკულ მდგომარეობაში”, – აცხადებენ კლინიკაში.
სროლის შედეგად დაჭრილი ერთი ადამიანი კლინიკიდან უკვე გაწერეს, კიდევ ერთს, რომელიც თბილისში გადმოიყვანეს, დღეს გაწერენ.
20 იანვარს ღამით საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია 5 ადამიანი.
ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.
თაგები:
საგარეჯო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს