Logo

საგარეო საქმეთა სამინისტრო – გავრცელებული ინფორმაცია, რომ ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი უქმდება, სიმართლეს არ შეესაბამება

პოლიტიკა
298
Frontnews image description

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამინისტროში უქმდება ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი.

როგორც უწყებაში განმარტავენ, რეფორმის შედეგად შეიქმნება ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი, იგი გააერთიანებს ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს.

„თავის მხრივ, ევროინტეგრაციის დეპარტამენტში შეიქმნება ოთხი სამმართველო, რომელიც მოემსახურება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგს. დირექტორატის შექმნა დამატებით შეუწყობს ხელს ხსენებული ამოცანების შესასრულებლად ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობების ეფექტიან კოორდინაციას“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

Advertisement