Logo

საგარეო უწყება - ესტონეთის ელჩთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ მისი განცხადება წარმოადგენს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას

პოლიტიკა
186
Frontnews image description

მიმდინარე წლის 24 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მოწვეულ იქნა საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის ელჩი მარგე მარდისალუ-კაჰარი, მის მიერ საქართველოს ერთ-ერთ უნივერსიტეტთან მიმართებაში სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მისივე ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან გიორგი ზურაბაშვილთან გამართული შეხვედრის დროს ესტონეთის რესპუბლიკის ელჩს ეთხოვა განმარტება იმის თაობაზე, რას ემსახურებოდა მისი ამგვარი ქმედება.

"მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ესტონეთის ელჩის ამგვარი განცხადება მიმართულია განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის პოლიტიზებისკენ, რაც მიუღებელია და წარმოადგენს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას.

ელჩს განემარტა, რომ საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმით დაინტერესების შემთხვევაში ესტონეთის მხარეს შესაძლებლობა აქვს, კონსულტაციები გამართოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, სადაც ამის თაობაზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ესტონეთის ელჩმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ნინო დობორჯგინიძესთან ერთად გადაღებული ფოტო წარწერით – „ჩვენ ვდგავართ ილიას უნივერსიტეტის გვერდით“.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები