
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აქტიურად მუშაობენ ყაზახეთიდან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დაბრუნების საკითხზე.
“ყაზახეთში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ყაზახეთში საქართველოს საელჩო კვლავ მუდმივ კომუნიკაციაშია საქართველოს ყველა იმ მოქალაქესთან, ვისთანაც ვითარების გართულების დღიდან ჰქონდა კომუნიკაცია და პერიოდულად ამოწმებს მათ მდგომარეობას. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობაზე.
ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას განაგრძობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58.
ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ, შეტყობინებები გაგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს