საგაზაფხულო სესიის ფარგლებში პარლამენტში 6 მინისტრს მოუსმენენ

ავტორი
Front News საქართველო
საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში მთავრობის ექვსი წევრის მოსმენას გეგმავს.
პარლამენტის ბიურომ შესაბამისი განრიგი დაამტკიცა. განრიგის მიხედვით, პარლამენტი 15-18 თებერვალს მოუსმენს – ფინანსთა მინისტრს, 15-18 მარტს – შინაგან საქმეთა მინისტრს, 12-15 აპრილს – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, 10-13 მაისს – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს.
24-27 მაისს – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, 7-10 ივნისს – თავდაცვის მინისტრს.
ასევე ექვსი მინისტრის მოსმენა იგეგმება საშემოდგომო სესიაზეც. კერძოდ, საკანონმდებლო ორგანო 20-23 სექტემბერს – კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს მოუსმენს, 4-7 ოქტომბერს – ეკონომიკის მინისტრს, 18-21 ოქტომბერს – საგარეო საქმეთა მინისტრს, 1-4 ნოემბერს – იუსტიციის მინისტრს, 29-ნოემბერს ან 2 დეკემბერს – განათლებისა და მეცნიერების მინისტრს. 13-16 დეკემბერს კი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს.





