საიმონ ჰარისი - მინდა, ვნახო საქართველო ევროპის ნაწილად, მაგრამ ძალიან სამწუხაროა ის მიმართულება, რომელიც ახლა მთავრობამ აირჩია


ავტორი
Front News საქართველო
ძალიან სამწუხაროა საქართველოს გადაწყვეტილება ევროპული გზიდან გადახვევის შესახებ, - ამის შესახებ ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საიმონ ჰარისმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაზე მეტად ბოლო დროს განვითარებული მოვლენებია შემაშფოთებელი.
"ჩემთვის ძალიან სამწუხაროა საქართველოს გადაწყვეტილება ევროპული გზიდან გადახვევის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მომავალში გადაიხედება. მინდა, ვნახო საქართველო ევროპის ნაწილად, მაგრამ ძალიან სამწუხაროა ის მიმართულება, რომელიც ახლა საქართველოს მთავრობამ აირჩია.
ყველაზე მეტად მაშფოთებს ბოლო დროს განვითარებული მოვლენები", - განაცხადა საიმონ ჰარისმა.
ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს, რომელზეც სხვა თემებთან ერთად, საქართველოს საკითხებიც განიხილება.
თაგები:
საიმონ ჰარისი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა