საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარედ დავით დევიძე დაინიშნა

ავტორი
Front News საქართველო
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარედ დავით დევიძე დაინიშნა.
“დავით დევიძეს სააგენტოში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
2009 წლიდან მას ორგანიზაციაში სხვადასხვა პოზიცია ეკავა.
დავით დევიძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (ბაკალავრი) და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (მაგისტრი). ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციის მიმართულებით.
გავლილი აქვს იურიდიული და სოციალური მიმართულების სხვადასხვა ტრენინგი: ამოცანებზე ორიენტირებული თანამშრომლობა, სამეწარმეო სამართალი, შეფასების სისტემა, სამართლებრივი წერა, ტრენერთა ტრენინგი, მოლაპარაკების უნარები, მედია სპიკერის უნარები, პრეზენტაციული უნარები, ლიდერობა, კომუნიკაცია, ზოგადი მენეჯმენტი და სხვა.
ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს”, – აცხადებენ სააგენტოში.
თაგები:





