საჯარო რეესტრმა სოსო ტყემალაძის რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე რეგისტრაცია შეაჩერა


ავტორი
Front News საქართველო
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სოსო ტყემალაძის რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე რეგისტრაცია შეაჩერა.
როგორც საჯარო რეესტრის განმარტებაშია აღნიშნული, 2021 წლის 10 მარტს ჩატარებულ განმეორებით არჩევნების შემდეგ, რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ ტყემალაძის პრეზიდენტად რეგისტრაციასთან ერთად, რეესტრს ახალი წესდების დამტკიცების მოთხოვნითაც მიმართა, თუმცა აღნიშნული საკითხი ყრილობის დღის წესრიგში არ იდგა, რის გამოც საჯარო რეესტრმა დოკუმენტი დაახარვეზა.
პროცედურულად, რეგისტრაციის გასაახლებლად საჭიროა ან წესდების ცვლილების საკითხის ამოღება (ამ შემთხვევაში რეესტრი ტყემალაძეს კავშირის პრეზიდენტად დაარეგისტრირებს) ან ახალი ყრილობის მოწვევა და წესდების თავიდან დამტკიცება.
10 მარტს ჩატარებულ რაგბის კავშირის განმეორებით არჩევნებზე ტყემალაძემ, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო, 42 ხმით გაიმარჯვა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს