Logo

საჯარო სკოლაში შესვლის შესაძლებლობა მხოლოდ იმ ბავშვებს ექნებათ, რომლებსაც ექვსი წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ

საზოგადოება
194
Frontnews image description

მომავალი წლიდან საჯარო სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ ექვსი წელი, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მიქანაძის თქმით, გამოვლინდა, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც სკოლაში შედიან დღეს არსებული კანონმდებლობით, სოციალურ-ემოციური ფონიდან და მზაობიდან გამომდინარე, უჭირთ სასწავლო პროცესში სრული ინტეგრირება.

"ამიტომ, იმ კომპონენტიდან გამომდინარე, რომ 11-წლიან სასწავლო პროცესზე გადავდივართ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგი წლიდან, ყოველ მომდევნო წელს სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც ყოველი წლის 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ ექვსი წელი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები