
ავტორი
Front News საქართველო
სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესების კოორდინაციის მიზნით უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
შეხვედრაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი მონაწილეობდნენ.
სხდომის მონაწილეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა განიხილეს, არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და მათი გადაჭრის მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავეს.
საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხისა და პროექტების დროულ განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
კომისიის სხდომაში მონაწილეობა ასევე მიიღეს უწყებათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარეებმა: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა და მოადგილე თამარ მახარაშვილმა, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანმა.
სხდომას ესწრებოდნენ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძე, სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია.
თაგები:
სკოლების მშენებლობა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს