Logo

"საჯაროდ ვიწვევ კიევში" - ზელენსკიმ მოსკოვში ჩასვლის შესახებ რუსეთის შეთავაზებას უპასუხა

უკრაინა
145
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შესაძლებლობა კატეგორიულად უარყო, თუმცა კრემლის ლიდერი კიევში საჯაროდ მიიწვია.

"რა თქმა უნდა, ჩემთვის შეუძლებელია პუტინთან შეხვედრა მოსკოვში. მეც შემიძლია მისი კიევში მოწვევა; მოვიდეს. საჯაროდ ვიწვევ, თუ გადაწყვეტს, რა თქმა უნდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინას სურს კონსტრუქციული მოლაპარაკებები ომის რეალურ დასრულებაზე, ასევე შეხვედრაზე, რომელიც შეიძლება პროდუქტიული იყოს.

ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინა სერიოზულად უდგება ომის დასრულების საკითხს. ამიტომ, ლიდერების დონეზე შეხვედრის ნებისმიერი შესაძლო ფორმატი მისაღებია.

"არ ვიცი, რა შედეგს გამოიღებს ეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს ევროპელების ჩართულობას. თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ დანარჩენი ორი მხარე მხარს დაუჭერს ლიდერების შეხვედრის ასეთ ფორმატს. მაგალითად, არა უსაფრთხოების გარანტიებზე, არამედ განსაკუთრებით რთულ საკითხებზე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებისთვის მოსკოვის გარდა სხვა ადგილის განხილვა შეუფერებელია. მან ასევე გააკრიტიკა ზელენსკი იმის გამო, რომ არ უპასუხა ვლადიმერ პუტინთან მოსკოვში მოლაპარაკებებზე განმეორებით მოწვევას.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები