საქართველოს 15-ქალა რაგბის ნაკრები ისტორიაში პირველ საერთაშორისო გასვლით მატჩს გამართავს

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს 15-ქალა რაგბის ნაკრები ისტორიაში პირველად საერთაშორისო გასვლით შეხვედრას ჩაატარებს.
რუმინეთთან მატჩი 22 ნოემბერს, 13:00 საათზე, სნაგოვში "CSN Elisabeta Lipa”-ს სტადიონზე გაიმართება.
საქართველოს 15-ქალა ნაკრები ოფიციალურად 2025 წლის 18 აპრილს დაიბადა, როდესაც გუნდმა პირველი ნაბიჯი გადადგა და ყაზახეთის ნაკრებთან ქუთაისის „აია არენაზე“ ამხანაგური მატჩი გამართა. პირველი შეჯიბრის კვალობაზე შედეგიც აბსოლუტურად ლოგიკური იყო და შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით - 5:47 დასრულდა.
თაგები:
15-ქალა რაგბის ნაკრები




