Logo

საქართველოს 17 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ლატვია დაამარცხა

სპორტი
241
Frontnews image description

საქართველოს 17 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

მატჩი ქართველებმა აქტიურად დაიწყეს, თუმცა ანგარიში მე-6 წუთზე ლატვიელთა ფეხბურთელმა ეკატერინა ხარიტონოვმა გახსნა. ნინიკო ჩხეტიანმა მალევე მოახერხა შთამბეჭდავი გოლით ანგარიშის გათანაბრება.

ქართველებმა უპირატესობა მას შემდეგ მოიპოვეს, რაც ლატვიის მეკარემ ლიზი კაკულიას დარტყმული ბურთი ვეღარ მოიგერია და ანგარიში 2:1 გახდა.

მეორე ტაიმი ასევე დაძაბული გამოდგა. მე-60 წუთზე ქართველების დაცვაში დაშვებული შეცდომის გამო მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც მეტოქემ ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

დასკვნით ეტაპზე გამარჯვების გოლი კვლავ ნინიკო ჩხეტიანმა გაიტანა. ლატვიას შეხვედრის გადასარჩენად დრო აღარ ეყო და მატჩი საქართველოს გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

ტატა მატვეევას გუნდი B ლიგის მესამე ჯგუფშია. ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას 30 ოქტომბერს ბოსნია-ჰერცეგოვინის წინააღმდეგ გამართავს.

Advertisement