საქართველოს 19 წლამდე ვაჟთა ნაკრებს ზურაბ ხიზანიშვილი გაწვრთნის

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს 19 წლამდე ვაჟთა საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ზურაბ ხიზანიშვილმა დაიკავა.
ზურა ხიზანიშვილმა ეროვნულ გუნდებში სამწვრთნელო საქმიანობა 2017 წელს, 21 წლამდე ნაკრებით დაიწყო, სადაც 3 წელი მთავარი მწვრთნელის დამხმარე იყო.
2019 წლიდან მისი ხელმძღვანელობით 16 წლამდე ნაკრები 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ემზადებოდა, თუმცა ტურნირი 2020 წელს პანდემიის გამო გაუქმდა.
2021 წლიდან კი ხიზანიშვილი ეროვნულ ნაკრებში ვილი სანიოლის ასისტენტი გახლდათ.
საქართველოს 19-წლამდელები, სანაკრებო ეტაპს ახალ მწვრთნელთან ერთად 2026 წელს დაიწყებენ და ისინი ევროპის ჩემპიონატის ახალი ფორმატის შესარჩევ ციკლში ჩაერთვებიან.
თაგები:
ზურაბ ხიზანიშვილი




