საქართველოს 21 წლამდე ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის ემზადება

ავტორი
Front News საქართველო
14 ნოემბერს საქართველოს 21 წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საბერძნეთის ახალგაზრდულ გუნდს დაუპირისპირდება.
შეხვედრა ათენში, პანათინაიკოსის სტადიონზე („ლეოფოროსი“) გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
11 ნოემბერს ფეხბურთელებმა საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრის მინდორზე პირველი ვარჯიში გამართეს.
აღსანიშნავია,რომ ახალგაზრდული ნაკრები, გასვლით შეხვედრას დანაკლისით შეხვდება, ნიდერლანდებში მოთამაშე ექსელსიორის ნახევარმცველი ირაკლი ეგოიანი შეკრებას ტრავმის გამო გამოტოვებს.
ამ ეტაპზე 3 ტურის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფურ ეტაპზე, F ჯგუფში საქართველოს ნაკრებს 5 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება, გერმანია, რომელსაც 18 ნოემბერს მიხეილ მესხზე ვუმასპინძლებთ 6 ქულით მეორე ადგილს იკავებს, ხოლო საბერძნეთი 9 ქულით ლიდერობს.





