Logo

საქართველოს 21 წლამდე საფეხბურთო ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა

სპორტი
107
Frontnews image description

საქართველოს 21 წლამდე ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდა და მეტოქესთან ანგარიშით 3-0  დამარცხდა.

შეხვედრა პანათინაიკოსის სტადიონზე, ლეოფოროსზე გაიმართა.

პირველ ტაიმში უპირატესობას აშკარად მასპინძლები ფლობდნენ. საბერძნეთმა ანგარიში სტეფანოს ციმასის მიერ ზუსტად შესრულებული პენალტით გახსნა. დამატებულ დროში ალექსის კალოგეროპულოსმა მეორე გოლიც გაიტანა და ტაიმი 2:0 დასრულდა.

მეორე ნახევარში საქართველომ მეტად აქტიურად დაიწყო თამაში, კარის მიმართულებით დარტყმება იმატა, მეტიც 73-ე წუთზე ლუკა წულუკიძემ პენალტის გამომუშავებაც შეძლო, თუმცა ეს შანსი ნაკრებმა ვერ გამოიყენა.

78-ე წუთზე საბერძნეთის ცენტრალურმა მცველმა სხვაობა სამამდე გაზარდა, რის შემდეგაც მატჩის გადარჩენა უკვე შეუძლებელი გახდა.

საბოლოოდ შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

2027 წლის ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, მომდევნო საშინაო მატჩს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 18 ნოემბერს, 21:00 საათზე, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გერმანიის წინააღმდეგ გამართავს.

Advertisement