Logo

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ნოემბერში ორ მატჩს ჩაატარებს

სპორტი
242
Frontnews image description

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს განაგრძობს.

13 ნოემბერს ნაკრები ათენში საბერძნეთს შეხვდება, 17 ნოემბერს კი საქართველო–გერმანიის მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ნაკრების ბოლო, მესამე მატჩი 15 ოქტომბერს მალტასთან, ტა-ქალის "სენტენარიზე" გაიმართა და ქართველმა ფეხბურთელებმა შეხვედრა დიდი სხვაობით - 5:0 მოიგეს.

3 ტურის შემდეგ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ჯგუფში 5 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება.

Advertisement