"საქართველოს ბანკი" საუკეთესო ციფრული ბანკია ბიზნესისთვის ტრანსფორმაციის მიმართულებით - Global Finance


ავტორი
Front News საქართველო
Global Finance-ის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების 26-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა — ბანკი ბიზნესისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა ტრანსფორმაციის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ ეს ჯილდო იმ პრესტიჟული აღიარებების ნაწილია, რომლებიც საქართველოს ბანკმა წელს მიიღო. ბანკი ზედიზედ მეორე წელს მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკი გახდა, წელს კი ასევე გაიმარჯვა შემდეგ კატეგორიებში:
მსოფლიოს საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი;
საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი;
საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი ონლაინ პროდუქტების შეთავაზების მიმართულებით;
საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი დაკრედიტების მიმართულებით.
დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკს კონკურენციას უწევდნენ ისეთი წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიცაა Bank of America, Citi, Revolut და სხვები.
Global Finance საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 26-ე წელია ირჩევს. წლევანდელი გამარჯვებულები Infosys-ის – გლობალური საკონსულტაციო, ტექნოლოგიური და აუთსორსინგის ლიდერი კომპანიის ჟიურის წევრებმა შეარჩიეს, ხოლო საბოლოო სია გამოცემის რედაქციამ გამოავლინა.
გამარჯვებულები შეფასდნენ ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე, ციფრული შეთავაზებების მრავალფეროვნება, ონლაინ მომხმარებელთა ბაზის ზრდა და სხვა მნიშვნელოვანი ინდიკატორები.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების 2025 წლის დაჯილდოების პირველ რაუნდში საქართველოს ბანკმა 34 ნომინაციაში გაიმარჯვა.
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა