"საქართველოს ბანკი" საუკეთესო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზებისთვის – Global Finance

ავტორი
Front News საქართველო
Global Finance-ის 26-ე ყოველწლიურ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკმა კიდევ ერთი ჯილდო მოიპოვა — ბანკი გახდა საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი ონლაინ პროდუქტების შეთავაზების მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკმა ჯამში ექვს ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო.
“ციფრული პროდუქტების განვითარება საქართველოს ბანკის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ჩვენი ხედვა სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას ეფუძნება. შედეგად, მაქსიმალურად ვცდილობთ, ციფრულ არხებში განვავითაროთ ის პროდუქტები და სერვისები, რომელთაც აქამდე მომხმარებელი ფილიალში იღებდა. ეს კი გვაძლევს შესაძლებლობას, მილიონობით მომხმარებელს ყოველდღიურობა გავუმარტივოთ“, – აღნიშნავს გიორგი ვახტანგიშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.
Global Finance-ის გამარჯვებულები Infosys-ის, გლობალური საკონსულტაციო და ტექნოლოგიური ლიდერი კომპანიის ჟიურის წევრებმა შეარჩიეს, ხოლო საბოლოო სია გამოცემის რედაქციამ გამოავლინა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების 2025 წლის დაჯილდოების პირველ რაუნდში საქართველოს ბანკმა 34 ნომინაციაში გაიმარჯვა.
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


