
ავტორი
Front News საქართველო
"საქართველოს ბანკის" გზავნილების გათამაშება აქტიურად გრძელდება. კამპანიის ფარგლებში უკვე გამოვლინდნენ მეორე კვირის გამარჯვებულები, რომლებმაც 1, 000 ლარიანი პრიზები მიიღეს. გამარჯვებულებს შორის არიან როგორც საქართველოში მცხოვრები მომხმარებლები, ისე ემიგრანტები.
გზავნილის გათამაშება 20 ივლისიდან 20 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობს. კამპანიის ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ყოველდღიურად 1,000 ლარი, ხოლო გათამაშების დასრულებისას სუპერპრიზი - 10,000 ლარი მოიგონ.
გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ბანკის ყველა სრულწლოვან მომხმარებელს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, საქართველოს ბანკის თანამშრომლების გარდა. მონაწილეობისთვის საჭიროა, მომხმარებელმა მიღებული გზავნილი საქართველოს ბანკის მობილბანკის ან ინტერნეტბანკის საშუალებით გაანაღდოს. თითოეულ განაღდებულ 150 ლარზე გათამაშების ერთი ბილეთი ენიჭება, რაც მოგების შანსს ზრდის.
კამპანიაში მონაწილეობა ემიგრანტებსაც შეუძლიათ. ამისთვის საჭიროა, გზავნილი საკუთარ თავს გამოუგზავნონ, ხოლო თანხა საქართველოს ბანკის მობილბანკის ან ინტერნეტბანკის საშუალებით გაანაღდონ.
გზავნილის კამპანიის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას გაეცანით ამ ბმულზე.
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს